თარიღი    დრო

მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ლარსის გამშვებ პუნქტზე ლოდინი უწევთ - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 11:00 08.10.2017 719

“მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომელსაც ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგში ლოდინი უწევთ”, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კივირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს.

მისივე თქმით, იქ არ არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც სერვისების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო.

,,ლარსის გამშვებ პუნქტზე შეფერხებები შეიქმნა. ისევ და ისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო და შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. ვიცი, რომ ზომები მიღებულია მათი სასმელი წყლით და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის. მინდა, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად, განსაკუთრებით ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში, საკმაოდ გაუსაძლისი პირობები იყო, გარკვეული ზომები მიღებული იყო, მაგრამ მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომელსაც რიგში ლოდინი უწევთ. იქ არ არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც სერვისების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ მოწყობილი ინფრასტრუქტურა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემაც გადაიჭრება. სანამ ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, რომ ეს ადამიანები იმ სერვისებით უზრუნველყოთ, რომელიც მათ სჭირდებათ",- აღნიშნა პრემიერმა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%