თარიღი    დრო

ვიმედოვნებ, პროკურატურის ერთადერთი იმედი, სასამართლო თავის სიმაღლეზე ვერ დადგეს, არ გამართლდება - გიორგი ფანცულაია

საქართველო, თბილისი - 15:32 08.09.2017 1677

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება.  

„ბრალდების მხარემაც და დაცვის მხარემაც, მტკიცებულებათა გამოკვლევა დავასრულეთ. ასევე დავასრულეთ მოწმეთა დაკითხვაც. ხვალ პროკურატურა თავის დასკვნით სიტყვას იტყვის, ისინი თავიანთ პოზიციას შეაჯამებენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოსამართლე რამდენიმე დღით შვებულებაში გასვლას აპირებს. მისი შვებულებიდან დაბრუნდების შემდეგ უკვე დაცვის მხარე ვიტყვით დასკვნით სიტყვას.

ხვალ ბრალდების მხრიდან რამე განსაკუთრებულ სიახლეს არ უნდა ველოდოთ. პროკურატურტამ თავის დასკვნით სიტყვაში უნდა შეაჯამოს ის გამოკვლეული მტკიცებულები და დაკითხული მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ფაქტობრივად ვერაფერს ადასტურებენ. ირაკლი მამალაძის გარდა, საქმეში მოწმე არ არსებობს. ის ამ საქმეში აგენტ-პროვოკატორი რომ არის და გიორგი მამალაძე არავის მოკვლას რომ არ აპირებდა, ეს ცხადია. მამალაძის ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება მოიპოვება.

ბრალდების მხარის ერთადერთი იმედი ალბათ, ის არის რომ სასამართლო თავის სიმაღლეზე ვერ დადგეს. იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურის ეს ერთადერთი იმედი არ გამართლდება, სასამართლო საკუთარ სიმაღლეზე დადგება“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:00 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

09:30 ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

20:22 Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

10:16 იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

16:48 Myway Airlines-ი ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ზრდის

16:32 15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

12:42 თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

12:40 CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%