თარიღი    დრო

საქართველოს უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი - იან კელი

საქართველო, თბილისი - 18:08 08.08.2017 415

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მედიისთვის განცხადებაც გააკეთა. ელჩის თქმით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. 

„დღეს მე ვდგავარ სწორედ იმ ადგილას, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა თავისი სიცოცხლე გასწირეს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, თუ რაოდენ დიდია თავისუფლების და მშვიდობის ფასი. ქვეყანას უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი მომავალი ჰქონდეს მას. რამდენიმე დღის წინ ავღანეთიდან ჩამოასვენეს სერჟანტი ბებიაშვილი, რომელმაც თავისი სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში. ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა და მეც ვიმეორებ, აშშ გმობს მცოცავ ოკუპაციას და ყველა მხარემ უნდა გამონახოს საშუალება ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, - განაცხადა იან კელიმ.

ელჩის კომენტარის ქართულ თარგმანს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.6%
არ შეცვლილა 3.1%