თარიღი    დრო

ანი მურადელი საუბრისას უცნაურ მდგომარეობაში ვარდებოდა - ბალერინას ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 00:01 07.30.2017 910

დედის მკვლელობისთვის ბრალდებულ ბალერინას, ანი მურადელს სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადად ერთი წელი და 6 თვე განუსაზღვრა. ის ხონში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გაივლის მკურნალობას.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, რადგან ექსპერტიზის დასკვნით, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინაღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.

”სამართლებრივად, იძულებითი მკურნალობის მაქსიმალური ვადა 4 წელია. თუ მურადელი გამოჯანმრთელდება, შესაძლებელია, ის ამ დაწესებულებიდან ადრეც გათავისუფლდეს, მაგრამ თუკი, მდგომარეობა უფრო დამძიმდება, მას იქ უფრო მეტი ხნით დარჩენა მოუწევს. ყველაფერი მკურნალობაზეა დამოკიდებული. თუ მურადელი საზოგადოებისთვის საშიში გახდება და მდგომარეობა დამძიმდება, მას გამოჯანმრთელებამდე გარეთ არავინ გამოუშვებს. დღევანდელი მონაცემებით, ექსპერტიზის დასკვნით სასამართლომ წელიწადი და 6 თვე მკურნალობისთვის საკმარისად ჩათვალა”, - განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენ-ს” ანი მურადელის ადვოკატმა, ვახტანგ აბესაძემ.

მისი თქმით, ანი მურადელს მომხდართან დაკავშირებით არაფერი ახსოვს.

”როცა ველაპარაკებოდით, ვერაფერს იხსენებდა, უცნაურ მდგომარეობაში ვარდებოდა, კანკალებდა. შესაბამისად, აღარ ვაიძულებდით ამ მხრივ კონტაქტში შემოსულიყო”, - განაცხადა ადვოკატმა.   

შეგახსენებთ, რომ დედის მკვლელობისთვის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა ანი მურადელი 21 მაისს დააკავეს. მის მიმართ დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობდა.

 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.9%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%