თარიღი    დრო

„Jamiroquai“-ს კონცერტს პირდაპირ ეთერში 3 მილიონამდე ადამიანმა ადევნა თვალი

საქართველო, თბილისი - 12:25 07.29.2017 971

ბათუმი შავი ზღვის რიგით XI ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს. 28 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა „Jamiroquai“-მ კონცერტი გამართა. კონცერტი ბენდის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარებულ შოუს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 3 მილიონამდე ადამიანმა ადევნა თვალი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ორგანიზატორებს ლეგენდარული ჯგუფის წევრებმა მთლიანი კონცერტის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების საშუალება მისცეს.

ბრიტანელმა მომღერალმა მსმენელის წინაშე შეასრულა როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე კომპოზიციები ბოლოს ალბომიდან "Automaton“.

შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 27 ივლისს დაიწყო და 30 ივლისამდე გაგრძელდება. ფესტივალი ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა კორი ჰენრიმ (CORY HENRY AND THE APOSTLES) გახსნა. წელს ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: JAMIROQUAI, JOSS STONE, DE LA SOUL, CORY HENRY AND THE APOSTLES, Matthew Hartnett, Lou Berry, MF ROBOTS.

ფესტივალის პროგრამა

  • 27 ივლისი , 19:00 - კლუბი TAKE 5 - CORY HENRY AND THE APOSTLES
  • 28 ივლისი , 19:00 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - JAMIROQUAI ; კლუბი TAKE5 Matthew Hartnett;
  • 29 ივლისი , 19:00 –ბათუმის ჩოგბურთის კლუბი DE LA SOUL ; კლუბი TAKE5 Lou Berry;
  • 30 ივლისი , 19:00 –ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - JOSS STONE ; კლუბი TAKE5- MF ROBOTS

JAMIROQUAI – ფანკისა და ეისიდ-ჯაზის შემსრულებელი ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Jamiroquai 1992 წელს შეიქმნა. ჯგუფის დაამარსებელი და ლიდერი მუსიკოსი ჯეი ქეია (Jay Kay). 90-იანი წლებიდან დღემდე, ჯგუფი ლონდონის  ე.წ.  „ეისიდ - ჯაზის მოძრაობის წევრია“. 1993 წელს JAMIROQUAI-მ პირველი სტუდიური ალბომი  სახელწოდებით „Emergency on Planet Earth“  გამოუშვა. აღნიშნული ალბომით,  „Future Funk”-ის მიმდევრებმა ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - დიდი ბრიტანეთში, აღმოსავლეთ ევრიპაში, ახალ ზელანდიასა და იაპონიაში. ამერიკელმა მსმენელმა კი JAMIROQUAI 1996 წელს გამოცემული ალბომით  „Travelling Without Moving“  გაიცნო. აღნიშნულ ალბომში შესულია ჯგუფის ყველაზე ცნობილი ორი ჰიტი - "Cosmic Girl და Virtual Insanity". ამ უკანასკნელ სინგლზე შექმნილმა ვიდეომ-კლიპმა ჯგუფს,  1997 წლის „MTV Video Music Awards-ზე, 4 ნომინაციაში (Best VideoBest Special EffectsBest Cinematography, Breakthrough Video), გამარჯვება მოუტანა.

2017 წლის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა JAMIROQUAI-ის ახალი ალბომის "Automaton“ ე.წ. თიზერი. მიმდინარე წლის მარტში ალბომმა დღის სინათლე იხილა.

2017 წლის იანვარში, ჯგუფის წევრებმა, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, გაზაფხული-ზაფხულის, რიგით მე-10, საიუბილეო  საფესტივალო ტურნე „Automaton Tour“ დააანონსეს. ტურნე მიმდინარე წლის მაისში ტოკიოში დაიწყო და მის ფარგლებში ჯგუფი კონცერტებს ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქალაქში გამართავს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ 2017 წლის ევროპა-აზიის საფესტივალო ტურნეს ფარგლებში, „Automaton Tour“ JAMIROQUAI საქართველოს ეწევევა და ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე, ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე, ცნობილ ჰიტებთან ერთად,  უახლეს ალბომში "Automaton“  შესულ სიმღერებს შეასრულებს.

25 წლიანი კარიერის განმავლობაში, JAMIROQUAI-მ, სულ 8 სტუდიური ალბომი გამოუშვა.

ფესტივალის წარმდგენი:

  • თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსი;

მხარდამჭერები:

  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;

მედია მხარდამჭერები:

  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ARTAREA;
  • ტელეკომპანია იბერია
  • რადიო „ფორტუნა“;
  • Music box
  • გაზეთი „ჯორჯია თუდეი“;
  • ჟურნალი OK;

ფესტივალის ორგანიზატორი:

  • კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“ (Eastern Promotions);

 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.9%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%