თარიღი    დრო

ჯონ ტეფტი მოსკოვის მიერ მიღებული შეზღუდვების გამო, იმედგაცრუებულია

საქართველო, თბილისი - 17:33 07.28.2017 1167

აშშ-ის ელჩი რუსეთის ფედერაციაში ჯონ ტეფტი მოსკოვის მიერ მიღებული შეზღუდვების გამო, რომელიც რუსეთში აკრედიტირებულ დიპლომატურ კოსპუსს შეეხება, იმედგაცრუებულია.

,,ჩვენ მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. აშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა გამოხატა ღრმა იმედგაცრუება და კატეგორიული შეშფოთება. ჩვენ გადავეცით შეტყობინება ვაშინგტონს განსახილველად“, - აცხადებს ,,რია ნოვოსტისთან“ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი.

მოსკოვმა აშშ-ის საელჩოს სასაწყობე ნაგებობებით და აგარაკებით სარგებლობა აუკრძალა. იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს, შეზღუდვა ძალაში 1 აგვისტოდან შევა. ამსათანავე შეზღუდვა შეეხება ამერიკელი დიტლომატების რაოდენობის შემცირებას რუსეთის ტერიტორიაზე.

აშშ-ის სენატმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე კანონი მიიღო.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.4%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%