თარიღი    დრო

თბილისის საკრებულოსა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 16:58 07.28.2017 799

თბილისის საკრებულოსა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდის დირექტორის რწმუნებულმა ქეთევან დუმბაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის საკრებულოსა და ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფონდს შორის   საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა.

მემორანდუმის ხელმოწერით მხარეები  ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ნებისმიერი დაინტერესებული პირის კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობას, მათ ჩართულობასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ.

ხელმოწერის ცერემონიის დასასრულს, სტუმრებმა, რომლებსაც საჩუქრად კონკურსის ,,თბილისი-2016“ გამარჯვებული  და ნომინირებული ავტორების ნამუშევრების კრებულები გადაეცათ, საკრებულოს პროექტში-  ,,გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%