თარიღი    დრო

ვითარების გამწვავებაზე მთელი პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დაეკისრება - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა

საქართველო, თბილისი - 17:27 07.25.2017 3765

სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაწესებულ პატრულირებას ოკუპირებული ცხინვანის ე.წ. მთავრობა ეხმაურება და აცხადებს, რომ მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ქართულ მხარეს ეკისრება.

 

„დღეს დაანონსებული აქციის მსგავსი ღონისძიებები საზღვრისპირა რაიონებში არის ძალიან სახიფათო, რადგან მათ შესაძლოა, პროვოკაციული ქმედებები ახლდეს, რასაც ვითარების გამწვავება მოყვება. თუ ასე მოხდა, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართულ მხარეს, რადგან ისინი არ ცდილობენ ასეთი აქციების აღკვეთას“, - აცხადებსე.წ. პრეზიდენტის,  ანატოლი ბიბილოვის ე.წ. სრულუფლებიანი წარმომადგენელი მურატ ჯიოევი.

 

მისივე თქმით, აქცია „პროპაგანდული პროვოკაციის სცენარს“ ჰგავს და იმ „დესტრუქციული მიტინგების გაგრძელებაა“, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა საოკუპაციო ხაზთან.

სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან პატრულირების გრაფიკი და სამოქმედო არეალი შეიცვალეს. ეს გადაწყვეტილება მათ შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

კერძოდ, რისკების გათვალისწინებით და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, 3-კაციანი ჯგუფები დილის 6-დან საღამოს 8 საათამდე ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე ავტობანის ზედა ნაწილიდან განახორციელებენ პატრულირებას.

საოკუპაციო ძალების ან ტექნიკის გადაადგილების, სადემარკაციო სამუშაოების შემთხვევაში აქტივისტები ინფორმაციას საზოგადოებას, მედიასაშუალებებს და დიპკორპუსს მიაწვდიან.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.9%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%