თარიღი    დრო

პრეზიდენტმა გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 13:35 07.23.2017 918

საქართველოს პრეზიდენტმა გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

ცირამუას ჯილდო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გადასცა. აბაშიშვილის თქმით, კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელ ორდენი ქართული საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციის, საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და პროფესიონალიზმისთვის გადაეცა. 

დაჯილდოებას ბათუმში მომღერალი ქეთი მელუაცესწრებოდა. აბაშიშვილის განცხადებით, დაჯილდოება „ბლექ სი არენაზე“ კონცერტის დროს იგეგმებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით მათ ამის უფლება არ მისცეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იყო საკონცერტო დარბაზში ჯილდოს გადაცემის წინააღმდეგი.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%