თარიღი    დრო

ჩვენი შემოყვანილი ავტობუსები იქნება ყვითელი მიკროავტობუსების კონკურენტი - ნარმანია

საქართველო, თბილისი - 12:58 07.21.2017 1096

“ახალი, ევროპული ავტობუსები იქნება ყვითელი მიკროავტობუსების კონკურენტი”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც ნარმანია აღნიშნავს, მოქალაქეები უფრო კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ.

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსების პარკის განახლება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

ჩემი ვარაუდით, ახალი, ევროპული ავტობუსები, რომლებიც ჩვენ შემოვიყვანეთ და შემდგომშიც გაგრძელდება ეს პროექტი, იქნება ყვითელი მიკროავტობუსების კონკურენტი და მოქალაქეები უფრო კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, აღნიშნული კომენტარით, თბილისის მერი მისი მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება და 2018 წლიდან, პარკი უნდა განახლდეს.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.4%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%