თარიღი    დრო

იქნება ვეტო თუ არა, ეს არ არის თამაშის თემა - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველო, თბილისი - 16:08 07.17.2017 329

თავად გადაწყვიტეთ, რა მოლოდინი უნდა შეიქმნათ, იქნება ვეტო თუ არა, ეს არ არის თამაშის თემა, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

”უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით და პრეზიდენტი საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას გააცნობს. ახალი არ არის თქვენთვის, რომ მთელ ამ პროცესში პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული განწყობა ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც თვითმმართველობის კუთხით, ისე საარჩევნო კოდექსის მიმართულებით. თავად გადაწყვიტეთ, რა მოლოდინი უნდა შეიქმნათ, იქნება ვეტო თუ არა, ეს არ არის თამაშის თემა. ჩვენ პარტიებს ვეკითხებოდით დეტალურად, არის თუ არა რაიმე პოზიტიური მთელ ამ პროცესში, დაგვისახელეს გარკვეული მუხლები, თუმცა, ძალიან ბევრი იყო ნეგატიური არგუმენტი. ვიმსჯელებთ მათი მონათხრობიდან და შეჯერებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი წარმოადგენს”, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. 

რაც შეეხება იმას, თუ რა აზრი აქვს ვეტოს იმ შემთხვევაში, როცა მას საპარლამენტო უმრავლესობა მაინც დაძლევს, ის აცხადებს, რომ ასეთი ლოგიკით ოპოზიცია საერთოდ არ უნდა არსებობდეს.


”ოპოზიცია ვერ ცვლის და ვერ იღებს კანონებს. მაშინ რატომ არსებობს ოპოზიცია? პრეზიდენტს ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას, აქვს თავისი პოლიტიკური პოზიცია და მოსაზრებები. პრეზიდენტს აქვს ინტრუმენტი, რასაც ჰქვია ვეტო და ის, რომ არაფრისმომცემი და გამოუსადეგარი იყოს, კონსტიტუციაში არ იქნებოდა აღნიშნული”, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%