თარიღი    დრო

წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ღირებულებებს და საქციელით ამას ზურგით უდგებოდე - კახი კალაძე ,,ქართველთა მარშის“ მუქარაზე

საქართველო, თბილისი - 15:46 07.17.2017 591

წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ღირებულებებს და საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე, -  ასე ეხმაურება  „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თათია დოლიძის მიმართ განხორციელებულ მუქარებს ,,ქართველთა მარშის“ აქტივისტების მხრიდან.

 

"ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში. 
განსხვავებულ, მიუღებელ  აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში" - ვკითხულობთ კალაძის ,,ფეისბუქგვედზე“.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%