თარიღი    დრო

პროქტი Check in Georgia აქტიურ ფაზაში შედის

საქართველო, თბილისი - 15:30 07.17.2017 87

ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად განსაკურებით აქტიურ ფაზაშ შედის პროექტი Check in Georgia-ც. მიმდინარე და მომდევნო თვეებში არაერთი ღონისძებაა დაგეგმილი, მათ შორის BLACK SEA ARENA - ზე.

LINE UP

23 ივლისი- ქეთი მელუა და გორის კალთა კაპელა

1 აგვისტო ერისიონი

5 აგვისტო - ქართული ხმები- 30 წელი სცენაზე

9 აგვისტო- ირმა ნიორაძე- მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები

15 აგვისტო- ირაკლი ჩარკვიანი

18 აგვისტო- ჯიპსი კინგი

21 აგვისტო - ნინო ქათამაძე

2 სექტემბერი- ფოლკლორის ფესტივალი, სპეციალური სტუმარი ფლამენკო

გარდა ამისა, Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე დაიწყო ჯემ ფესტი. ფესტივალი 33 დღის განმავლობაში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაგრძელდება და 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის ელექტრონული მუსიკისსაერთაშორისო დონის ვარსკვლავები

 საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24/7-ზე იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ივენთი დატერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო წელს პირველად (ნოემბერში) მასპინძლობს საბავშვო  ევროვიზიას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

საბავშვო ევროფესტივალის ტრანსილება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში ხდება და მას თვალყურს დაახლოებით 20 მილიონიტელემაყურებელი ადევნებს, ამასთანკონკურსს გააშუქებენ ჟურნალისტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან. ეს კიდევ ერთიშესაძლებლობაა, რომ  ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისოსაზოგადოებას.

ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წელს მიმდინაეობს და დაგეგმილია  სხვა მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა   ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის - Check in Georgia-ს ქვეშ ერთიანდება. მათ შორის არტ გენი, ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს 8 რეგიონში, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო ფოტო ფესტივალი, თეატრალური ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, თელავის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის ბაროკოს ფესტივალი, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშრისო მუსიკალური ფესტივალი, ქართული ღვინის დღე და ა, შ. 

პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება, მათ შორის აერო სმიტი ბლექ სი არენაზე, სოუ ფესტივალი, ფესტივალი სოფარი, საბალეტი ფესტივალი და ა.შ

პროექტ Check in Georgia-ს კომპლექსური დატვირთვა აქვს ტურიზმის  თვალსაზრისით. ის დამატებითი საშუალებააადგილზე ჩამოსული ტურისტებისთვის, რომ  უკეთესი შთაბეჭდილებებით დატოვონ საქართველო.  ამასთან, ისმნიშვნელოვან როლს ასრულებს კურორტებზე  ტურისტული სეზონის გახანგრძლივების  და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისცნობადობის ზრდის მიმართულებით.

პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისითაც. უცხოელი ვარსკვლავების კონცერტები ხელს უწყობსსაქართველოს, როგორც დინამიური და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას.

 Check In Georgia მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის და ჩვენი შავი ზღვისპირა რეგიონების პოპულარიზაციისთვის დაადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ეფექტი.  

საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე  კიდევ ერთხელ ფიქსირდება, როგორც საერთაშორისო სტანდარტისკულტურული ღონისძიებების ჩატარების სერიოზული ადგილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემოსავლების ზრდასაც.

 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.6%
არ შეცვლილა 3.1%