თარიღი    დრო

პარტიებს ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის - თათია დოლიძე სარჩელს ამზადებს

საქართველო, თბილისი - 14:56 07.17.2017 375

ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული და მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება, - ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი თათია დოლიძე სოციალურ ქსელში მის მიმართ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით წერს. 

საქმე ეხება ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.

მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. 

თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. 

ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, - წერს თათია დოლიძე „ფეისბუქზე“.

„ქართველთა მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით მუქარა თათია დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.4%
შემცირდა 15.4%
არ შეცვლილა 3.2%