თარიღი    დრო

ბათუმის დაგვა-დასუფთავების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:34 07.17.2017 210

შპს ,,სანდასუფთავების“ მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბათუმის დაგვა-დასუფთავებისა და ქუჩების მორწყვის სამუშაოები. დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები სამუშაოებს დილის 05:00 საათიდან გვიან ღამემდე ახორციელებენ. რაც შეეხება სანაპირო ზოლის დასუფთავებას, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დღეში 2-ჯერ ხორციელდება, საჭიროების შემთხვევაში კი დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები დამატებით სამუშაოებს განახორციელებენ.

ასევე, რეგულარულად მიმდინარეობს სანაგვე ურნებიდან ნაგვის გატანის სამუშაობი, რაც 24 საათის განმავლობაში, გრაფიკის შესაბამისად, 4-ჯერ ხორციელდება. 
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას ნუ გადაყრიან სანაგვე ურნებში სამშენებლო ნარჩენებსა და ცეცხლმოკიდებულ ნივთებს.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.4%
შემცირდა 15.4%
არ შეცვლილა 3.2%