თარიღი    დრო

ავარიის შედეგად დაშავებულ ანსამბლ "ლამპრების" წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებენ

საქართველო, თბილისი - 13:03 07.16.2017 464

ავარიის შედეგად დაშავებულ ანმსამბლ „ლამპრების“ წევრთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრაპზონში დაშავებულთა მოსანახულებლად  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანმრთელობის მინისტრი მიემგზავრებიან.

"საკონსულოს თანამშრომლებმა მოინახულეს დაშავებულები. ამ დროისთვის დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უტარდებათ სამედიცინო დახმარება. ადგილზე მიემგზავრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანმრთელობის მინისტრი“,- აცხადებენ სამინისტროში.

ავტობუსი, რომელსაც ცეკვის ანსამბლ „ლამპრებისს“  წევრები თურქეთში გადაჰყავდა ავარიაში გამთენიისას მოჰყვა.

ტრანსპორტში 38 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაშავებულია, თუმცა მსუბუქად.

ამ დროისთვის საავადმყოფოში ოთხი მათგანი რჩება. 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.9%
შემცირდა 14.9%
არ შეცვლილა 3.1%