თარიღი    დრო

ქართული ცეკვის ანსამბლის წევრები თურქეთში ავარიაში მოყვნენ

საქართველო, თბილისი - 11:45 07.16.2017 611

ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპარის“  წევრები თურქეთში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.

ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაშავებულია, თუმცა მსუბუქად.

ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც დაშავებულები აცხადებენ, შემთხვევის დროს ეძინათ, ამიტომ ავარიის მიზეზები მათთვის უცნობია.

თურქული მედიის ცნობით, ავტობუსს, რომელშიც ძირითადად ბავშვები ისხდნენ, სავარაუდოდ საბურავი გაუსკდა, ბოძს დაეჯახა და გადატრილადა.

ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.9%
შემცირდა 14.9%
არ შეცვლილა 3.1%