ფოთში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან, ადგილობრივებმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
ქალის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.