თარიღი    დრო

ქუთაისში დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 19:41 07.11.2017 7488

„ნიდერლანდების ინსტიტიუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისში ქუთაისის დემოკრატიის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა.

NIMD დემოკრატიის სკოლებმა საქართველოს ოთხ ქალაქში: გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში მსმენელთა ახალი ნაკადის მიღება დაიწყო.

დემოკრატიის სკოლები ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას წარმოადგენს და განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეების, აკადემიური პერსონალის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, სტუდენტების, ჟურნალისტების და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული სხვა აქტიური მოქალაქეებისათვის 18 წლიდან.

პრეზენტაციისას ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისის დემოკრატიის სკოლა დაინტერესებულ ადამიანებს საინტერესო ტრენინგებს, დისკუსიებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობას შესთავაზებს.

“სკოლა ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქ. N22-ში მდებარეობს. მსურველებისთვის აპლიკაციების შევსების ბოლო ვადა 2017 წლის 28 ივლისია. სწავლა მ/წლის ოქტომბრის თვეში დაიწყება და მომავალი წლის მარტამდე გასტანს”, - აცხადებს ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი, თემურ ჯვარშეიშვილი.

დაინტერესებულ პირებს ონლაინ-აპლიაკციის შევსება შეუძლიათ მითითებულ ვებსაიტზე: www.school.nimd.ge. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.9%
შემცირდა 14.9%
არ შეცვლილა 3.1%