თარიღი    დრო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:36 07.10.2017 2665

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო. ოკუპირებულ აფხაზეთში პასპორტიზაციასთან დაკავშირებით ე.წ საგანგებო სხდომა გასულ დღეებში გაიმართა.  დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მიერ მოწვეულ შეხვედრას ოკუპირებული რეგიონის ყველა რაიონის ე.წ. საპასპორტო განყოფილების წარმომადგენელი ესწრებოდა. ხაჯიმბამ ყველა ე.წ. სამსახურის წარმომადგენელს საგანგებო დავალება მისცა, დააჩქარონ მოსახლეობის ე.წ. პასპორტიზაცია და ბინადრობის მოწმობების გაცემა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 23 თებერვალს აფხაზეთის ე,წ პარლამენტის მიერ მიღებული "კანონით" "უცხოელთა აფხაზეთის რესპუბლიკაში სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", ბინადრობის უფლება ენიჭებათ იმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც აფხაზეთის ასსრ-ის ტერიტორიაზე 1991 წლის ჩათვლით დაიბადნენ და აფხაზეთში 1999 წლის 12 ოქტომბრიდან მუდმივად ცხოვრობენ, ხოლო მოქალაქეობის მიღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პირი სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობაზე, იტყვის უარს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%