კუბანელ მწვრთნელს სტადიონზე მეხი დაეცა

კრასნოდარის კუბანის სარაგბო კლუბის მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ ალექსეენკოს სტადიოზნე მეხი დაეცა. ინციდენტი ნოვოკუზნეცკის მეტალურგთან შეხვედრისას მოხდა. ალექსეენკომ მცირე ტრავმა მიიღო. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მატჩი კუბანის გამარჯვებით, 38:12 დასრულდა.