თარიღი    დრო

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხის გააქტიურება უნდა მოხდეს - თინა ხიდაშელი

საქართველო, თბილისი - 18:52 07.07.2017 990

საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხის გააქტიურება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა არასამთავრობო სექტორისა და უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ხიდაშელის თქმით, ის, რომ ოკუპაცია დასაძლევია და ქვეყნის ტერიტორიების ანექსია არ უნდა დავუშვათ, ამაში ერთიანები უნდა ვიყოთ.

”ვფიქრობ, ქვეყანაში, სადაც ტერიტორიის ერთი ნაწილი ოკუპირებულია, უნდა არსებობდეს ერთიანი ხედვა რუსულ ოკუპაციასთან მიმართებაში, რუსულ პროპაგანდასთან მიმართებაში და მოსალოდნელ ანექსიასთან მიმართებაში. პოლიტიკა უნდა იყოს ერთიანი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ყველამ ამ ქვეყანაში ერთ დოკუმენტზე იმუშაოს, შედგეს კონსენსუსი და შემდეგ ერთობლივად ვიზრუნოთ ამ დოკუმენტის განხორციელებაზე. ჩვენ შეიძლება ერთმანეთი არ მოგვწონდეს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ის, რომ ოკუპაცია დასაძლევია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსია არ უნდა დავუშვათ, ამაში უნდა ვიყოთ ერთიანნი”, - განაცადა თინა ხიდაშელმა. 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.6%
არ შეცვლილა 3.1%