28 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4074 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7341 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7092 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.49 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6811 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.0872 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 ივნისიდან შევა ძალაში.