თარიღი    დრო

რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

საქართველო, თბილისი - 14:00 06.27.2017 2969

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის  - "ახალი სიცოცხლე" მხარდაჭერით, ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. 

აქციაში 150-მდე მოქალაქემ, მათ შორის, სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, ასევე სკოლებისა და საბვშვო ბაგა-ბაღების პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა. 

ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს კონსულტაციას ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, ექოსკოპისტი და ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალი ექიმები უწევდნენ. საჭიროების შემთხვევაში კი, პაციენტებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

რიმა ბერაძემ აღნიშნულ კლინიკას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. 

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის  ინიციატივით  ანალოგიური აქცია მეხუთედ ტარდება. 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.4%
შემცირდა 15.4%
არ შეცვლილა 3.2%