თარიღი    დრო

ენგურის ხიდზე, შესაძლოა, ოთხთვალების მოძრაობა აიკრძალოს

საქართველო, თბილისი - 16:53 06.26.2017 2254

ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაცია ენგურის ხიდზე ოთხთვალების მოძრაობის აკრძალვაზე მსჯელობს.

„გალ ტევეს“ ინფორმაციით, დე ფაქტო ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ „სახელმწიფო საზღვრის გადალახვის საშუალებად, ოთხთვალების გამოყენება, ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება, მით უმეტეს როცა, მგზავრთა გადასაყვანად ამ მონაკვეთზე მიკროავტრობუსიც არის დანიშნული”.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენელი აქვე ამბობს, რომ ,,ხელისუფლება ძალისხმევვას არ იშურებს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად“. 

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ოკუპაციის შემდგომ პერიოდში, დღემდე, ოთხთვალა ენგურის ხიდზე გადაადგილების ყველაზე აქტუალური და იაფი საშუალებაა. 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.4%
შემცირდა 15.4%
არ შეცვლილა 3.2%