რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მხარი უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმაც დაუჭირა. საგანგებო განცხადება ალექსანდრ ტურჩინოვმა პოლტავაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„რა თქმა უნდა, პროცედურა უნდა დავაჩქაროთ. ვიმედოვნებ, ეს საკითხი მანამდე გადაწყდება, სანამ უმაღლესი რადა არდადეგებზე გავა,“-აღნიშნა ტურჩინოვმა.