Qatar Airways-მა განაცხადა, რომ დაინტერესებულია American Airlines-ის 10%-იანი წილი იყიდოს. კატარული ავიაკომპანია მზადაა მიზნის მისაღწევად 808 მლნ დოლარი გადაიხადოს.
Qatar Airways-ში ამ ნაბიჯს კარგ საინვესტიციო დაბანდებად აფასებენ. თავად ამერიკული ავიაკომპანია American Airlines-ის ხელმძრვანელმა დაგ პარკერმა აღნიშნა, რომ American Airlines-ის შეთავაზებას ნეგატიურად უყურებს.
აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოური ორგანიზაციებს ამერიკულ ავიაკომპანიაში 49%-იან წილზე მეტის ქონის უფლება არ აქვთ, ასევე მათ კომპანიის აქციათა მხოლოდ 25%-მდე ქონის უფლება გააჩნიათ.
აღსანიშნავია, რომ ადრე American Airlines-ის აქციათა 25%-ის მფლობელი British Airways-ი იყო.