თარიღი    დრო

ულტრაბგერითი და უსწრაფესი ხომალდი ბრუნდება [ვიდეო]

საქართველო, თბილისი - 19:41 06.21.2017 3690

ნიუ-იორკი - ლონდონი, ულტრაგერითი თვითმფრინავით მგზავრობა დაახლოებით 2000 ბრიტანული სტერლინგი ეღირება. ფრენა სულ რაღაც 3:15 საათს გასტანს. საინჟინრო გათვლებით საჰაერო ხომალდის სიჩქარე საათში 1451 მილი იქნება, რაც მის წინამორბედ „კონკორდს“ 106 კოლომეტრს საათი სიჩქარით აღემატება.

ჩაკ იაგერმა 70 წლის წინ ბგერითი ბარიერი გაარღვია. ფრანგული ელიტარული საჰაერო ხომალდის „კონკოდის“ პირველი საჩვენებელი ფრენა 1969 წელს შედგა, თუმცა ბრიტანული ავიახაზების, 2003 წელს ე.წ. „სუპერსონიკ“ თვითმფრინავით შესრულებული რეგულარული რეისი, „კონკორდის“ ისტორიაში, საბოლოო აღმოჩნდა. მას შემდეგ ავიაციის „არწივს“ აღარასდროს უფრენია და დღემდე მუზეუმის საკუთრებას წარმოადგენს.

ფრანგული კონკორდი (ფრანგული კონკორდი)

ამერიკული კომპანია, ახალ XB-1 ბგერის საჰაერო ხომალდის აგებას გეგმავს, რომელიც თანამედროვე ავიაციის ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალება იქნება.

„ 2023 წლისათვის სუპერსონიკ თვითმფრინავი 55 მგზავრის გადაყვანას შეძლებს“ - აცხადებს Boomsupersonic-ის გენერალური დირექტორი

XB-1 საფრენი აპარატის სატესტო აფრენა კოლორადოში , ედვარდის სამხედრო ბაზაზე, კალიფორნიაში შედგება.  

ფრანგული კონკორდი, სიჩქარის განვითარებისას გამოსცემდა ძალიან მაღალ ულტრაბგერით რეზონანსს, რაც რიგ შემთხვევაში შენობებზე მინების მსხვრევას იწვევდა. Boomsupersonic კი გამოიყენებს კარბონის კომპოზიტებს, რომელიც 70 წლის წინადელ "კონკორდის" ძრავაზე მეტად მსუბუქი და კიდევ უფრო ნაკლებად ხმაურიანია. ინჟინრები, XB-1- ში სამ ელექტრულ J85-21 ძრავის ტურბო მექანიზმებს გამოიყენებენ.

ახალი საფრენი აპარატი

(ახალი „სუპერსონიკ“ XB-1)

კომპანია Boom aircraft მიმართავს ამერიკელ ბიზნესმენებს რომ „ გაემგზავრონ ნიუ-იორკიდან დილის ექვს საათზე, მიირთვან სადილი და ვახშამი ლონდონში ხოლო საღამოს, საკუთარ შილებთან ერთად გაატარონ დრო“

წყარო -  https://boomsupersonic.com/xb-1/ 






konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%