თარიღი    დრო

ისტორიაში შევა საქართველო, რომელმაც მეფე აღადგინა და ერთ თვეში დაამხო - გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 14:26 06.19.2017 638

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება მოიცვა სიბმელემ.

მისივე თქმით,  საქართველოს მმართველობას შეიძლება ვუწოდოთ „ქაჯურ-დემოკრატიული“ მმართველობა.

„როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ მონარქიის აღდგენა, ანუ მეფის დაბრუნება არის კარგი იდეა და ამ საკითხს განიხილავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყავს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას წინ ვერ წაწევენ. ქვეყანაში სავალალო სურათია, ხელისუფლება არაპროგრესულია, ჩამორჩენილი და მათი იდეები სახიფათოა. მონარქიის აღდგენა თავად-აზნაურობის ისნტიტუტის აღდგენას ნიშნავს, მაშინ მიწებიც დავურიგოთ ამ თავად-აზნაურობას.

იმათ იკითხონ, თორემ გოცირიძეები რაჭის აზნაურები იყვნენ. ათი სოფელი გვქონდა და 200 ყმა გვყავდა. გლეხებმა კი რევოლუცია უნდა მოაწყონ და საქართველო შევა ისტორიაში, რომელმაც მეფე აღადგინა და იგივე მეფე ერთ თვეში დაამხო. ამით მაინც ვიქნებით ცნობილი, როგორც დემოკრატიის მოყვარული ხალხი“, - განაცხადა გოცირიძემ.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%