თარიღი    დრო

94-ე მუხლის კონსტიტუციაში დატოვება ინვესტორებს სტაბილურობის განცდას მისცემს - ბიზნესასოციაციის ანალიტიკოსი

საქართველო, თბილისი - 14:08 06.19.2017 450

ბიზნესასოციაციის ანალიტიკოსის, ნიკოლოზ ნანუაშვილის განცხადებით, 94-ე მუხლის იგივე "ეკონომიკური თავისუფლების აქტის"   კონსტიტუციაში 12 წლით დატოვება ინვესტორებს სტაბილურობის განცდას მისცემს.

მისი თქმით, მთავარია, რომ ჩანაწერი კონსტიტუციაში დარჩეს. 

"რა ვადით უნდა დარჩეს, ეს შეიძლება დამატებითი განხილვის საკითხი გახდეს. ვფიქრობ, 12-წლიანი ვადა რადიკალურად არ დააზარალებს საინვესტიციო გარემოს საქართველოში”, - განაცხადა ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, "ეკონომიკური თავისუფლების აქტი"  მომდევნო 12 წლის მანძილზე შენარჩუნდება, შემდეგ კი, მთავრობასა და პარლამენტს მისი შეცვლა შეეძლება.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%