თარიღი    დრო

საკონსტიტუციო სასამართლო საარჩევნო სიაში შესაყვან პირთა შესახებ მსჯელობს

საქართველო, თბილისი - 14:01 06.19.2017 142

საარჩევნო კოდექსისი ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ საკონსტიტუციო სასამართლოში. კერძოდ, მოქალაქე ალექსანდრე მელქაძე საარჩევნო კოდექსის იმ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, ერთიან საარჩევნო სიაში მხოლოდ იმ ამომრჩევლების შეყვანა ხდება, ვისაც რეგისტრაციის ადგილი და მუდმივი საცხოვრებელი აქვს.

მოქალაქე აცხადებს, რომ სადავო ნორმის გამო მას არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციით გარანტირებული შესაძლებლობა, რადგან არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ერთიან საარჩევნო სიაში მოსახვედრად საკმარისი უნდა იყოს არა მუდმივი ბინადრობის, არამედ ფაქტობრივი საცხოვრებლის მონაცემები. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.7%
შემცირდა 18.8%
არ შეცვლილა 3.5%