თარიღი    დრო

Airbus-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო ავიალიანერის Airbus A380-ის ახალი მოდელი წარადგინა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:12 06.19.2017 131

ავიაკონცერნმა Airbus-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო ავიალიანერის Airbus A380-ის ახალი მოდელი წარადგინა.
Airbus A380plus-ზე 933 ადგილი იქნება, ანუ 80 ადგილით მეტი ვიდრე ავიალიანერის სტანდარტულ ვერსიას აქვს.

Airbus A380plus-ის ეკონომკლასში სავარძლები განლაგებულია სქემით 3-5-3, სულ 11 რიგად.
ავიალიანერის ფრთების ახალი კონსტრუქცია ფრენის ხარჯებს 4%-ით შეამცირებს, რის ხარჯზეც ავიაბილეთების გაიაფებაც მოხდება.
სტანდარტულ A380-ს დაჯდომის გარეშე 15,4 ათას კილომეტრამდე დაფარვა შეუძლია. აღნიშნული ტიპის საჰაერო ხომალდით უკვე სარგებლობს 13 ავიაკომპანია.

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.7%
შემცირდა 18.8%
არ შეცვლილა 3.5%