თარიღი    დრო

საქართველო გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონტრიბუციას მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს - ლევან იზორია

საქართველო, თბილისი - 11:42 06.14.2017 2546

სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონტრიბუციას საქართველო მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მაგდერბურგში, საბრძოლო მომზადების ცენტრში ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნას დაესწრო და გერმანელი გენერლებისგან ქართველი სამხედროების მომზადების დონის შესახებ მაღალი შეფასება მიიღო.

მაგდერბურგის საბრძოლო მომზადების ცენტრში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა უვე ბეკერმა უმასპინძლა. მან თავდაცვის მინისტრს საბრძოლო მომზადების ცენტრის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ქართველი ქვედანაყოფის მომზადების ეტაპები გააცნო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ასეული მაგდერბურგის საბრძოლო მომზადების ცენტრში, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გადასროლისწინა წვრთნას იანვრიდან გადის. მომზადება მექანიზებულ, ოცეულისა და ასეულის დონის სწავლებებს მოიცავდა. ქვედანაყოფი საერთაშორისო მისიის შესასრულებლად უკვე მზადაა და მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ახლო მომავალში გამეგზავრება.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლაინს. დაგეგმილია შეხვედრები ბერლინის უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტთან, დოქტორ კარლ-ჰეინც კამპთან და უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ბუნდესკანცლერის მრჩეველთან კრისტოფერ ჰოიზგენთან.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.4%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%