თარიღი    დრო

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა ქბრბ საფრთხეების აღმომჩენი აღჭურვილობა გადასცა

საქართველო, თბილისი - 10:45 06.10.2017 2369

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მინდია ლორთქიფანიძე ამერიკის შეერთებული შტატების  ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების დანაყოფის რეგიონულ მრჩეველს, სანდრო ვოლსკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების  გეგმები განიხილეს.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა საჩუქრად გადასცა ქბრბ საფრთხეების აღმომჩენი სპეციალური აღჭურვილობა და დანადგარები, რომელთა პრაქტიკაში გამოყენება ხელს შეუყობს ამ მიმართულებით არსებული პოტენციური საფრთხეების პრევენციას, აღმოჩენასა და ლოკალიზებას.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83%
შემცირდა 13.9%
არ შეცვლილა 3.1%