29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4256 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.84 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7130 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7114 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6784 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.1150 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 მაისიდან შევა ძალაში.