ევროსასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი პაპუაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
გიორგი პაპუაშვილის თქმით, კომისიის შემადგენლობა სახელისუფლებლო გუნდის მხრივ არ შეცვლილა და ამასთან ერთად არც გასაჩივრების პროცედურაა გამჭვირვალე და ნათელი.
მისივე განცხადებით, სწორედ ამ ორ მიზეზით განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კანდიდატურის მოხსნას და აღნიშნავს, რომ გასაუბრების ეტაპზე გასვლას აზრი არ აქვს.