24 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4076 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4144 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.68 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6927 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7155 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.28 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6753 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1215 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 მაისიდან შევა ძალაში.