თარიღი    დრო

თბილისის ისტერიკა, ზალბერის ვიზიტთან დაკავშირებით, კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება - ცხინვალის დეფაქტო საგარეო უწყება

საქართველო, თბილისი - 21:40 05.19.2017 220

გასაგებია, რომ საქართველოში გაჩაღებული ეს ისტერიკა ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს, - ასე ეხმაურება ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰერბერტ ზალბერთან დაკავშირებულ სკანდალს.

როგორც განცხადებაში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება აღნიშნავს, ოფიციალური თბილისის ქცევა საკმარისია იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს ობიექტური აზრი სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შესახებ მისი შესაძლებლობის ხარისხზე.

„ბატონი ზალბერის მიერ გამოვლენილი დიპლომატიური თავაზიანობა საქართველოში აღიქვეს, როგორც ევროპული კავშირისგან მისი ინტერესების ღალატი. გასაგებია, რომ საქართველოში გაჩაღებული ეს ისტერიკა ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს. საქართველოს ხელმძღვანელობა შესაშური სიჯიუტით ახდენს კატეგორიულ მიუღებლობას შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით და ბოლომდე ცდილობს მოეჭიდოს პროპაგანდისტულ პროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“. საქართველოში აშკარად ბოროტად იყენებენ საერთაშორისო არენაზე მისი ინტერესების უპირობო მხარდაჭერის მოთხოვნებს, მათ შორის შუამავალთა მხრიდანაც, რომლებმაც უნდა დაიკავონ ნეიტრალური პოზიცია ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. ოფიციალური თბილისის ქცევა საკმარისია იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს ობიექტური აზრი სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შესახებ მისი შესაძლებლობის ხარისხზე. ჟენევის დისკუსიის ქართველი მონაწილეების ასეთი განწყობა დიდი ხნის განმავლობაში ძირითადი დაბრკოლებაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავებასა და მიღების გზაზე“, - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი

16:09 „თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

13:24 „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს

18:26 „თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

16:12 Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“

16:01 „თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 75.1%
შემცირდა 21.1%
არ შეცვლილა 3.8%