თარიღი    დრო

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 20:41 05.19.2017 200

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, მათ სვანიძის ქუჩაზე მწვანე ნარგავის თვითნებურად დაზიანების ფაქტი გამოავლინეს. 

მათივე ცნობით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ფაქტის გადამოწმების შედეგად გამოავლინეს არა კენკროვანი მცენარის გადარგვის, არამედ მრავალწლოვანი წიწვოვანი ნარგავის მოჭრის ფაქტი.

"თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა სვანიძის ქუჩაზე მწვანე ნარგავის თვითნებურად დაზიანების ფაქტი გამოავლინეს.

ადგილზე მისვლისას, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მოქალაქე გ.ქ-მ განუმარტა, რომ იგი საკუთარ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, რაშიც ხელს უშლიდა ხილკენკროვანი ხე-მცენარე. მოქალაქის განმარტებით, მან აღნიშნული ხე მიმდებარე ტერიტორიაზე გადარგო.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ფაქტის გადამოწმების შედეგად გამოავლინეს არა კენკროვანი მცენარის გადარგვის, არამედ მრავალწლოვანი წიწვოვანი ნარგავის მოჭრის ფაქტი.

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს აცნობა. ამასთან, ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ინფორმაცია ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში გადაიგზავნა.

შეგახსენებთ, აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა", - ნათქვამია განცხადებაში.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი

16:09 „თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

13:24 „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს

18:26 „თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

16:12 Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“

16:01 „თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 75.1%
შემცირდა 21.1%
არ შეცვლილა 3.8%