თარიღი    დრო

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, შესაძლოა, სახაზინო ადვოკატები დაენიშნოს

საქართველო, თბილისი - 15:57 05.19.2017 330

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, შესაძლოა, სახაზინო ადვოკატები დაენიშნოს.  საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ადვოკატები ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას და თუ მსგავსი ქმედება გაგრძელდება, მოსამართლე მიიღებს სახაზინო ადვოკატის დანიშვნის გადაწყვეტილებას.

“მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს ადვოკატები არ იცავდნენ კლიენტის ინტერესებს და მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი, დაარღვიეს პროცედურები. მათ არ დაიცვეს სამართლებრივი პროცედურები, ამის შემდეგ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ ეს ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას, დეკანოზ მამალაძეს დაენიშნება სახაზინო ადვოკატი და სასამართლო პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება“, -განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. 

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული პროცესის დახურვის გადაწყვეტილების გამო,  დეკანოზმა გიორგი მამალაძემ და მისმა ადვოკატებმა სხდომა დატოვეს.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.5%
არ შეცვლილა 3.1%