პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გერმანელი დიპლომატის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, ქართულმა მხარემ ევროკავშირთან ერთად სათანადოდ უნდა უპასუხოს მსგავს ქმედებებს.
„მოწოდებებზე აყოლა, რომ ურთიერთობა დავძაბოთ და ისე წარმოვაჩინოთ, რაც ზოგიერთ ოპონენტს სურს, რომ ჩვენ და ევროკავშირი რაღაც გაუგებრობაში ვართ ერთმანეთთან, ეს არ არსებობს და ამას ხაზი ათასჯერ უნდა გაესვას.
აუცილებელია ისიც, რომ ევროკავშირმა პრინციპული პოზიცია დაიკავოს იმ ადამიანის მიმართ, ვინც არა მარტო ქართულ ინტერესს დაუპირისპირდა, არამედ ევროკავშირის მიერ დადგენილ პრინციპებსაც“, - განაცხადა ვოლსკიმ.