თარიღი    დრო

ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში - დეკანოზი გიორგი მამალაძე

საქართველო, თბილისი - 13:53 05.19.2017 540

„ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში“,- განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო პროცესზე.  მისი თქმით, იგი აეროპორტში მისვლამდე დააკავეს სამართალდამცველებმა.

"ჩემი დაკავება არ მომხდარა აეროპორტში. მე დამაკავეს მაშინ, როდესაც მე ჩავჯექი მანქანაში, რომელსაც მივყავდი აეროპორტში. ახსნა განმარტების გარეშე შემბოჭეს, განმარტებები არ უთქვამთ, არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება. ხან მეუბნებოდნენ პატრიარქის მოკვლა მინდოდა ხან ვისი ხან ვისი. რაც შეეხება ჩხრეკას, პროკურატურაში გამჩრიკეს," - განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.

მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საქმის დახურვასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება, მისი თქმით, დასამალია არაფერია და თანახმაა,რომ ყველაფერი გასაჯაროვდეს.

„არა არც დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს“. ადვოკატებს ვეთანხმები, დასამალი არაფერი მაქვს. იურისპრუდენციაში დილეტანტი ვარ, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ ჩემ ცხოვრებას, მკვლელობის მცდელობას თუ ჩემ მიმოწერას? გასაჯაროვდეს ეს მიმოწერა, მე მზად ვარ.

ეს საქმესთან შემხებლობაში არაა, მაგრამ არ მაქვს პრობლემა. გთხოვთ, მოვითხოვ, სხდომები, რაც ეხება ბრალდებას, იყოს ღია და საჯარო. სხვა დამატება არ შემიძლია არაფრის“, - განაცხადა ბრალდებულმა დეკანოზმა.

ბრალდების მხარე სხდომის დახურვას ითხოვს. მათი თქმით, საქმეში არსებობს ინტიმური ჩანაწერი დეკანოზის შესახებ და მისივე ინტერესების დაცვის მიზნით უნდა დაიხუროს სხდომა.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%