თარიღი    დრო

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადება

საქართველო, თბილისი - 21:32 05.18.2017 322

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ტელეკომპანია რუსთვი ორის მიერ მომზადებული სიუჟეტის საპასუხად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს რკინიგზა ახორციელებს თავის საქმიანობას წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, კომნპანია მუდმივად აწარმოებს ანგარიშგებებს რომელსაც ითვალისწინებს, როგორც ქართული კანონმდებლობა, ასევე ლონდონის საფონდო ბირჟა. საქართველოს რკინიგზის აუდიტორი გახლავთ მსოფლიოს ოთხეულში შემავალი „კეიპიემჯი“, ხოლო იურიდიულ კონსულტაციებს გვიწევს კომპანია „დეკერტი“. საქართველოს რკინიგზას ლოჯისტიკური საქმიანობისთვის აქვს დაფუძნებული შვილობილი კომპანიები: „GR ტრანზიტი“, „GR ლოჯისტიკა და ტერმინალები“, “GR ტრანზიტ ლაინი“, „GR ტრანს შიფმენტი“ ამ კომპანიების 100%-იანი წილის მფლობელი არის სააქციო საზოგადოება “საქართველოს რკინიგზა” და შესაბამისად, მათი ფინანსური საქმიანობის კონსოლიდირება ხდება საქართველოს რკინიგზის ფინანსურ ანგარიშგებებში. თითოეული ეს კომპანია დარეგისტრირებულია საქართველოში ქართული კანონმდებლობის საფუძველზე. 16 მაისს მომზადებული სიუჟეტი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, სიუჟეტში მოცემული ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ კომპანიათა სარეგისტრაციო მონაცემები არის საჯარო რეესტრში და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის”, აღნიშნულია განცხადებაში.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.7%
შემცირდა 15.1%
არ შეცვლილა 3.2%