თარიღი    დრო

თავდაცვის სფერო ექვემდებარება მთავრობას და ეს საკითხი ასე მოწესრიგდება კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:36 05.18.2017 612

„საუბარია საპარლამენტო სისტემის დახვეწაზე და ამ სისტემაში ზუსტად ისე არის განსაზღვრული პრეზიდენტის როლი, სხვა კონსტიტუციური ორგანოების როლითავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, როგორც ეს არის საჭირო საპარლამენტო მმართველობისთვის", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვარშავაში ვიზიტით მყოფმასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას თავდაცვის სფერო ექვემდებარება.

„ეს არც დღეს არ არის ასე დაარც ხვალ არ იქნება ასე. საპარლამენტო სისტემისთვის დამახასიათებელია,რომ თავდაცვის სფერო ექვემდებარება აღმასრულებელ ხელისუფლებას ანუ მთავრობას. ესსაკითხი ასე მოწესრიგდება კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 77.9%
შემცირდა 18.6%
არ შეცვლილა 3.5%