თარიღი    დრო

მოქმედი კონსტიტუციით ბუნდოვნად არის მოწესრიგებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:47 05.10.2017 629

მოქმედი კონსტიტუციით ბუნდოვნად არის მოწესრიგებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, კონსტიტუციის ახალ პროექტში მკაფიოდ და ზედმიწევნით ლოგიკურად არის ასახული ეს პროცესი, განსაზღვრულია კომპეტენციები, მათ შორის პრეზიდენტს განსაზღვრული აქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები უფლებამოსილებები.

"მოქმედი კონსტიტუციით ბუნდოვნად არის მოწესრიგებული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები. ეს არ არის მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის აზრი. ამას ეთანხმებიან ექსპერტები და საერთაშორისო პარტნიორები. აბსოლუტურად ბუნდოვანია, თუ რა ხდება საგანგებო, საომარი მდგომარეობის დროს დღევანდელი რეგულაციით. კონკრეტულად, ვის რა უფლებამოსილება აქვს. ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტში მკაფიოდ და ზედმიწევნით ლოგიკურად არის ასახული ეს პროცესი, განსაზღვრულია კომპეტენციები, მათ შორის პრეზიდენტს განსაზღვრული აქვს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები უფლებამოსილებები. რაც მთავარია, ის ხელმძღვანელობს საომარი მოქმედებების დროს თავდაცვის საბჭოს, რომელიც არის საერთო კოორდინაციაზე პასუხისმგებელი. მე ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხავს და არანაირ საფუძველს არ ტოვებს იმის თქმის, რომ პიროვნული ფაქტორის გათვალისწინებით ხდება ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება. იმიტომ, რომ სტრუქტურა არ მიდის არც ერთი სხვა სახელმწიფო ლიდერის დაქვემდებარებაში, ის რჩება პრეზიდენტის დაქვემდებარებაში”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი

16:09 „თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

13:24 „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს

18:26 „თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

16:12 Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“

16:01 „თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 75.1%
შემცირდა 21.1%
არ შეცვლილა 3.8%