თარიღი    დრო

​გერმანიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების დღე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველო, თბილისი - 20:00 05.01.2017 748

საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ, თავდაცვის ატაშემ დავით მამულაიშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა ბუნდესვერის 37-ე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის ასეული მოინახულეს, რომელიც “მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მოსამზადებელ წვრთნებს გადის ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრის ფარგლებში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების დღე.

საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ გერმანელ და ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და საზეიმოდ მოწყობილ ასეულის პირად შემადგენლობას მიულოცა შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისთავი. ელჩმა ხაზი გაუსვა მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას გერმანიასა და საქართველოს შორის და მადლიერებით გაიხსენა ის ისტორიული ფაქტები, როდესაც გერმანია გვერდში ედგა საქართველოს დიპლომატიური და სამხედრო აღმშენებლობის საწყის პერიოდში. ლადო ჭანტურიამ სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ქართულ-გერმანული საიუბილეო წლის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ელჩმა ქართველ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა ფასდაუდებელი სამსახურისათვის და უსურვა მათ წარმატებები მომავალ მისიაში.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი

16:09 „თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

13:24 „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს

18:26 „თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

16:12 Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“

16:01 „თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 75.1%
შემცირდა 21.1%
არ შეცვლილა 3.8%