თარიღი    დრო

სუს-ის თანამშრომლებმა უწყებათშორისი სწავლებაში „ინფო 2017" მიიღეს მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 11:28 04.29.2017 705

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017"-ში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული. კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დახურა და  მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.

საზეიმო ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ლევან იზორიამ და მიხეილ ჯანელიძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უწყებათშორისი  სამეთაურო-საშტაბო  სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მიზანი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით ჰიბრიდული ომის პირობებში საინფორმაციო ოპერაციების წარმოების პრინციპების და კოორდინაციის დახვეწაა.

„ინფო 2017" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2017" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის,ეროვნული უშიშროების საბჭოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)

15:37 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

15:39 შატო მუხრანის 2013 წლის საფერავმა გავლენიან ღვინის საერთაშორისო კონკურზე ოქროს მედალი მოიპოვა

12:19 გიორგი ჭუმბურიძე: უნდა გაუქმდეს სამრეწველო დანადგარებზე საბაჟო გადასახადი

16:09 „თეგეტა მოტორსი“ ევროპული ბრენდის EXIDE-ის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავაზობთ

13:24 „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანსა და საუკეთესო პირობებს სთავაზობს

18:26 „თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა

16:12 Golden Brand 2016 - გავლენიანი ბიზნეს დაჯილდოება და ორი ბიზნეს ოსკარი „ზედაზენს“

16:01 „თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 75.1%
შემცირდა 21.1%
არ შეცვლილა 3.8%