ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იუსტიციის საბჭოს ინიციატივას ეხმაურება. საუბარია საბჭოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებაზე, სადაც მოსამართლეების მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი სიტყვების სიაა. ჟურნალისტური ქარტია ინიციატივას ცენზურად და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამს.
„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველანი სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ მოტივირებული იმაზე, რომ შევინარჩუნოთ, დავიცვათ და გავაუმჯობესოთ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი, უკვე სულ უფრო ხშირად გვესმის ინიციატივები, გამოხატვის თავისუფლების ამა თუ იმ ფორმით შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან სამწუხარო.
"აბსოლუტურად გაუგებარია ფრაზა-თვითცენზურის ვალდებულება, იმიტომ, რომ თვითცენზურაც ცენზურაა და კონსტიტუციაში წერია, რომ ცენზურა არის დაუშვებელი,“-განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.