თარიღი    დრო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა გამართეს

საქართველო, თბილისი - 14:23 04.27.2017 215

დღეს, 27 აპრილს,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო შეხვედრა გამართეს ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები და გაცემული რეკომენდაციები. ასევე, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა  შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს  აუდიტის სამსახურის ახალი ინოვაციური ვებპლატფორმის - ბიუჯეტის მონიტორის  (www.budgetmonitor.ge) შესახებ ინფორმაცია. ბიუჯეტის მონიტორი საკრებულოს წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ექსპერტებსა და მოქალაქეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და  მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების, ხარჯების, ტრანსფერების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ადმინისტრაციული ხარჯების, მუნიციპალიტეტებში არსებული იურიდიული პირების ხარჯებისა და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ.

საჯარო განხილვები მსგავსი ფორმატით ასევე ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა  ქალაქში - თელავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, თბილისი.

საჯარო განხილვები სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და  USAID-ის პროგრამა „კარგი მმართველობის ინიციატივის“ პროექტის -„აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის“ ფარგლებში ხორციელდება.

 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.2%
შემცირდა 16.7%
არ შეცვლილა 3.1%