26 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4773 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4444 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.29 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6968 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6590 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.78 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6899 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1774 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 აპრილიდან შევა ძალაში.